არასაკმარისი გოგო

გუშინ, დედაჩემმა, რომელიც მთელი ცხოვრება ცისარტყელებზე მატარებს, მითხრა, რომ თმა საშინლად მაქვს და უკვე დროა, დაყენება ვისწავლო ან, საერთოდ, სტილისტთან წავიდე და თავს რამე მოვუხერხო. შოკისმომგვრელი ამბავია. მთელი ცხოვრება იმას მიმეორებს, როგორი ლამაზი და კარგი ვარ. სახლში, ყველაზე ცუდად ჩაცმულს და მუცელგაბერილსაც კი მეუბნება, ტოპ მოდელი ხარო; სახეზე ორი თვის ეპილაცია გასაკეთებელს მეუბნება, ვერ გამიგია რას იკეთებ ამდენს, არაფერი გაქვსო; მეუბნება, რომ ყველაზე ლამაზი ხელები გამიკეთა და კვარკვარა თვალები მაქვს. ჰოდა, გუშინ, იგივე ადამიანი მეუბნება, რომ გამოქვაბულიდან გამოქცეულ ადამიანს ვგავარ და ასე არ შეიძლება, რადგან დიდი გოგო ვარ უკვე. ეს ამბავი კიდევ არაფერი იქნებდა, ორი კვირის წინ ჩემთვის რომ არ ეკითხა, შეყვარებული რატომ არ გყავსო, მერავიცი-მეთქი ვუთხარი, ჩემზე ლამაზებსაც ყავთ შეყვარებულები და ჩემზე უშნოებსაც, ჩემზე გაუნათლებლებსაც და ჩემზე განათლებულებსაც, ჩემზე მსუქნებსაც და ჩემზე გამხდრებსაც და ვერაფერი გამიგია-მეც მეთქი, მერე კიდევ Pinterest-ის სქროლვისას ვიღაც გოგოების ფოტოები მაჩვენა, გაპრანჭული, კოხტა გოგოების – აი ასეთებს ყავთ შეყვარებულებიო. ანუ, რა გამოდის, დედა, ფიქრობ, რომ არასაკმარისად კარგად ვართმევ თავს გოგოობას? შენც, ბრუტუს?

ოცდარაღაც წლის ვარ და სახის კრემი პირველად ორი კვირის წინ ვიყიდე. არც კი მიფიქრია მანამდე, რომ საჭირო იყო, ისე სკეპტიკურად ვუყურებდი მაგ ამბავს, როგორც ხალხი ანტიდეპრესანტებს უყურებს. მეთქი, “ჩვენი ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ საკუთარ თვს თითონ მიხედავს, პირველყოფილებს კრემები საერთოდ არ ჰქონიათ”. არადა, ელემენტარულია, ზამთარში კანი შრება და დატენიანება ჭირდება, პირველყოფილი ადამიანები კიდევ, 22 წლამდე ცოცხლებიც ვერ აღწევდნენ (ალბათ). ცოტა ხნის წინ ტანის კრემების გამოყენებაც დავიწყე (ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე) და სუნამოს ყიდვაც მომინდა და მიმაჩნია, რომ ისედაც საკმაოდ დიდი პროგრესი მაქვს. მეტი რა შემიძლია გავაკეთო? ვერ ვხვდები როდის უნდა დავიყენო ხოლმე თმა, დილას, როცა სამსახურში წასვლამდე ძალიან ცოტა ხნით ადრე ვიღვიძებ და მხოლოდ იმას ვახერხებ, რომ სუფთა ვიყო და არ დავაგვიანო? ბოდიში, დილის ადამიანი ნამდვილად არ ვარ. სადმე წასვლის წინ? რა საჭიროა, სასაცილო მგონია ჩემი თავი ყოველთვის, როცა “ვიპრანჭები”.

ხო, ვერ ვიტან გაპრანჭვას, მერე რა? თვალით მილიგრამებს ვწონი, ცოტა ხნის წინ ზეპირად გამოვთვალე სტანდარტული გადახრა(!), ურთიერთობების გურუ ვარ, მაღალი ემოციური ინტელექტი მაქვს (მგონი), უსამართლობის წინააღმდეგ ხშირად ვიბრძვი, ზედმეტადდამცველობითი, დედისეული ხასიათი მაქვს, გერმანელ პროფესორებს მოვეწონე,  სახლი არ გამიყიდია. საკმარისად კარგი გოგო მაინც არ ვარ? დავრჩი გასათხოვარი და უსიყვარულო? იმაზე თუ გიფიქრიათ, დედა, ამგვარი სიტყვები როგორ გავლენას მოახდენს ჩემზე? იქნებ ახლა უფრო დავიჯერო, რომ არასაკმარისად კარგი ვარ და მომავალი ურთიერთობებიც ამას გადავაყოლო?

მე მაინც ვფიქრობ, რომ სიკარგე პრიალა კანში და მოცულობით თმაში არაა. ყველაფერი მსგავსი, მხოლოდ საფარველია იმის, რაც ადამიანის ფუნდამენტია და უმჯობესია ვინმეს ამ ფუნდამენტის გამო მოწონდე და არა გარეკანის, რომელიც, შენსაზე სასურველი ყოველთვის მოიძებნება.

 

Advertisements

One thought on “არასაკმარისი გოგო

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s